"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა თა­მარ თო­რა­ძე და მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იგი 90-იანი წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მსხვერ­პლია, რო­მელ­საც მთე­ლი ოჯა­ხი ერთ დღეს ამო­უ­ხო­ცეს. თა­მარ თო­რა­ძე სა­კუ­თა­რი ძმე­ბის იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბის და­ცხრილ­ვა­ში ბრალს გი­ორ­გი რუ­რუ­ას სდებს
და ზედ­მი­წევ­ნით იხ­სე­ნებს, რო­გორ ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და იცნო რუ­რუა, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტის ჯერი მის თვალ­წინ გა­და­ა­ტა­რა მის ძმებს.

"როცა პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და თქვა, რომ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ჟო­რი­კა რუ­რუა, ვერ და­ვი­ჯე­რე. რა­ღაც შეც­დო­მა მე­გო­ნა. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვეს გა­რეთ, რო­მელ­მაც ოჯა­ხი და­მი­ხო­ცა თვალ­წინ. კი­დევ რამ­დე­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, ვინ იცის...
საქ­მე­ში დევს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს ამის შემ­დეგ. ვინც შე­ი­წყა­ლა, ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი იყო, რა­ტომ მო­ვი­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს?

- საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნად­გო­მა გა­მო­გი­ცხა­დათ FBI- მ. რა ხდე­ბა ახლა, სი­ახ­ლე­ე­ბი ხომ არ არის?

- FBI, უბ­რა­ლოდ,შუ­ა­მა­ვა­ლია. ის იცავს ჩემს ინ­ტე­რე­სებს, რათა გა­მო­ძი­ე­ბამ ისე ჩა­ი­ა­როს, რომ მე თმის ღერი არ ჩა­მომ­ვარ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის­თვის მისი ერთი მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა­ფე­რია. შე­უძ­ლია მთელ ქვე­ყა­ნას ებ­რძო­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნის გამო. მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იძ­რას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.
- რა გეგ­მე­ბი გაქვთ? რო­გორ აპი­რებთ ბრძო­ლას? გააგრძელეთ კითხვა
მიგელ
04 მაისი 2021 15:24
თქვენი წიგნი წავიკითხე და არც თქვენს ძმებს აქვთ კარგი საქმეები ნაკეთები, მაგრამ თუ რურუა მართლა დამნაშავეა, მაშინ ამაზე რატომ არ დაიჭირეს? რეალურად აწყობდათ ეს მაგრამ მაშინ უნიათოები გამოდიან, წელიწადნახევარი ტყუილად გქონდა ტვ იმედის ვიდეობი გაზიარებული და ამ მთავრობის იმედიც ტყუილად გქონდათ
ზამთარა
03 მაისი 2021 06:20
ქ-ბ თამარ იმედოს რომ არ მოეკლა უდანაშაულო ბიჭი, ეს უბედურება არ მოხდებოდა. სამწუხაროდ მკვლელები ჯერ ოჯახში ეძებეთ. ძალიან კარგად იცით იმ ბიჭის სახელიც და მიზეზიც.
ქართველი
02 მაისი 2021 15:38
ქალბატონო თამარ. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტს იმ ჟორიკასნაირი მენტალიტეტის დონეზე ვაყენებთ ქართველები,სამართალი დღეს თუ არა ხვალ იზეიმებს,უბრალოდ დროის ფაქტორია, ყველას თავისი მიეზღვება.ჩვენ თქვენს გვერდით გვიგულეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები