"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი რურუას შეწყალების ფაქტს ეხმაურება თამარ თორაძე და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. იგი 90-იანი წლების გახმაურებული და ბურუსით მოცული ტრაგედიის გადარჩენილი მსხვერპლია, რომელსაც მთელი ოჯახი ერთ დღეს ამოუხოცეს. თამარ თორაძე საკუთარი ძმების იმედო და კახა თორაძეების დაცხრილვაში ბრალს გიორგი რურუას სდებს და ზედმიწევნით იხსენებს, როგორ ჩახედა თვალებში და იცნო რურუა, რომელმაც ავტომატის ჯერი მის თვალწინ გადაატარა მის ძმებს.

"როცა პირველად გამოვიდა ტელევიზიით სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ უნდა შეეწყალებინა ჟორიკა რურუა, ვერ დავიჯერე. რაღაც შეცდომა მეგონა. ახლაც გაოგნებული ვარ. წარმოუდგენელია! მკვლელი გამოუშვეს გარეთ, რომელმაც ოჯახი დამიხოცა თვალწინ. კიდევ რამდენი გააუბედურა, ვინ იცის... საქმეში დევს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი უნდა გადადგეს ამის შემდეგ. ვინც შეიწყალა, ყველა კრიმინალი იყო, რატომ მოვიდა, რომ დამნაშავეები გაეთავისუფლებინა, ვის დავალებას ასრულებს?

- საქმის გამოძიების პროცესში თანადგომა გამოგიცხადათ FBI- მ. რა ხდება ახლა, სიახლეები ხომ არ არის?

- FBI, უბრალოდ,შუამავალია. ის იცავს ჩემს ინტერესებს, რათა გამოძიებამ ისე ჩაიაროს, რომ მე თმის ღერი არ ჩამომვარდეს. მოგეხსენებათ, ამერიკისთვის მისი ერთი მოქალაქე ყველაფერია. შეუძლია მთელ ქვეყანას ებრძოლოს ერთი ადამიანის გამო. მთავარია, რომ საქართველოში დაიძრას საქმის გამოძიების პროცესი.

- რა გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ ბრძოლას? გააგრძელეთ კითხვა