"ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ..." - რას წერს ეკო ფანგანი ვაქცინაციაზე?
"ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ..." - რას წერს ეკო ფანგანი ვაქცინაციაზე?
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ვაქცინაციის თემას ეხმაურება და "ფეისბუქზე" წერს, რომ "სინოფარმით" აიცრება:
"ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგავნებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე. არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა.
მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამოდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ "სინოფარმის" აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.
ჩემი მოძღვარი,
რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არამგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.
რწმენა - სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა. წყარო



aleksandre
04 მაისი 2021 18:34
100% ვეთანხმები
leng
04 მაისი 2021 12:03
ეკო მიყვარხარ.
Თეო
04 მაისი 2021 11:25
Ეს რეკლამა ფასიანია თუ უფასო? Ისე სინოფარმი ყველაზე უსაფრთხოა ვაქცინებს შორის და ამიტიმაც ებრძვიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები