"ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ..." - რას წერს ეკო ფანგანი ვაქცინაციაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ..." - რას წერს ეკო ფანგანი ვაქცინაციაზე?

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ვაქცინაციის თემას ეხმაურება და "ფეისბუქზე" წერს, რომ "სინოფარმით" აიცრება: "ვისაც აცრა არ გინდათ ნუ აიცრებით, ოღონდ ჩვენ დაგავნებეთ თავი რა. ტყუილებს და ჭორებს ნუ ავრცელებთ გარდაცვლილებზე. არაფერი აცრა არ ჰქონდა გაკეთებული არავის, ვინც კოვიდით გარდაიცვალა. მე ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან აღმსარებლობას ვაქცინაციას ადარებენ, მხოლოდ ამიტომ ვიტყვი, რომ ამ მარხვაში რამოდენიმეჯერ ვეზიარე და 11 მაისს ჩაწერილი ვარ "სინოფარმის" აცრაზე. იმედია, იქამდე ჯანმრთელად მივალ.

ჩემი მოძღვარი, რომელიც ბერია, მაგრამ თან ამავდროულად ქირურგი ტრავმატოლოგია (ყველგან ხალხის სამსახურშია), ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა, როგორც ექიმი. არამგონია, მასზე მეტი რწმენა ჰქონდეს ბევრს გულში.

რწმენა - სიყვარულია. სიყვარული სხვებზე ზრუნვაა. წყარო