საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ლადო კახაძე - კვირის პალიტრა

საქართველოში „ინდური შტამის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ლადო კახაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახაძის ინფორმაციით, საქართველოში "ინდური შტამის" რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც კახაძემ მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, გართულების თავიდან აცილების მიზნით, ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს 14-დღიანი კარანტინიც დაუწესდათ.

"მართალია ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად "ბრიტანული შტამი" მოძრაობს, თუმცა "ინდური შტამისაგან" დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრები ინდოეთიდან შემოსული ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება", - აღნიშნა ლადო კახაძემ.

"ინტერპრესნიუსი"