"ძალიან მისახედია კულტურა" - რა ინიციატივაზე წერს ნატო დუმბაძე - კვირის პალიტრა

"ძალიან მისახედია კულტურა" - რა ინიციატივაზე წერს ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პანდემიის პირობებში თეატრებთან დაკავშირებულ პრობლემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, სატელევიზიო სპექტაკლების დადგმა განახლდეს, ისევე, როგორც ეს იყო გასულ საუკუნეში და პირველი არხი რეგულარულად უჩვენებდა:

"რა მაგის პასუხია და ამდენი მსახიობი, რეჟისორი სპექტაკლის გარეშე რომ იჯდა სახლში და წინ კიდევ რა გველის არ ვიცით, არ შეიძლება როგორც ადრე იყო სატელევიზიო დადგმები დაფინანსდეს? იმდენი არხი გვაქვს ყველას ეყოფა!

მიუზიკლებში, მაგალითად, რეჟისორი მომღერალი, მსახიობიც, მოცეკვავეც დაკავდება ასე როდემდე უნდა ისხდნენ?

რა ვიცი, მგონი ძალიან მისახედია კულტურა, ძალიან!

მიუხედავად პანდემიისა გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია მოინდომო!", - წერს ნატო დუმბაძე.