კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმანში რეაბილიტაციის გავლას უფასოდ შეძლებენ - ვის შეუძლია კურსის გავლა?
კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმანში რეაბილიტაციის გავლას უფასოდ შეძლებენ - ვის შეუძლია კურსის გავლა?
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი აბას­თუმ­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის უფა­სოდ გავ­ლას შეძ­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ "აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­მა რეზო ჟღენ­ტმა "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან"ისა­უბ­რა:

"აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრი" გახ­ლავთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ტი­პის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ეს პროგ­რა­მა შე­ე­ხე­ბა ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის 20-დღი­ან უფა­სო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. ეს არის გათ­ვლი­ლი, ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ფე­ნე­ბის­თვის, რო­გო­რიც არი­ან: შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი, დრო­ე­ბით გა­
და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მავ­ნე გა­რე­მო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი. წელს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მათ და­მა­ტე­ბო­და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი, რო­გო­რე­ბიც არი­ან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

უკვე საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ვი­ღეთ. მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს და აღ­დგო­მის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბით, მათი რი­ცხვის
კი­დევ ერ­თი­ო­რად გაზ­რდას.

ჩვენ­თან მოხ­ვედ­რა ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ პა­რას­კევს ტარ­დე­ბა თბი­ლის­ში, ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში. ამ კო­მი­სი­ას წა­რედ­გი­ნე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი, რაც აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრში მოხ­ვედ­რის­თვის არის სა­ჭი­რო. კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს პა­ცი­ენ­ტთა ჯან­მრთე­ლო­ბის დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, შე­სა­ბა­მი­სო­ბას სტან­დარ­ტებ­თან და ად­გენს, ვის შე­იძ­ლე­ბა რომ ჩა­უ­ტარ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი ჩვენს ცენ­ტრში.

ეს არ არის სტან­დარ­ტუ­ლი გა­გე­ბით სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ეს არის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო, პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ცენ­ტრი, სა­დაც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სტა­დი­ა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა. თუ არის პა­თო­ლო­გი­ე­ბის გამ­წვა­ვე­ბის სტა­დია, ასე­თი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან ვერ მოხ­ვდე­ბა. ჩვენ­თან შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ფილ­ტვის ყვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია რე­მი­სი­ის ფა­ზა­ში, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის გა­რე­შე.

გარ­თუ­ლე­ბე­ბი და გამ­წვა­ვე­ბე­ბი რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი, ასე­თი მი­თი­თე­ბა და რჩე­ვა გვაქვს - კო­რო­ნა­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან თვე­ნა­ხე­ვა­რი - ორი თვე მა­ინც უნდა იყოს გა­სუ­ლი, რათა ამ პე­რი­ოდ­ში გამ­წვა­ვე­ბე­ბი ჩამ­თავ­რდეს და მდგო­მა­რე­ო­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყოს. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დის გას­ვლის მერე მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რეზო ჟღენ­ტმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები