თბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს
თბილისის მერია ხუთშაბათიდან ქუჩების მორეცხვის მასშტაბურ სამუშაოს დაიწყებს
თბი­ლი­სის მე­რია ხუთ­შა­ბა­თი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის მო­რე­ცხვის და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი გზე­ბის და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს და­ი­წყებს. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ში ისა­უბ­რა.

"არის სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა, რომ ხუთ­შა­ბა­თი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის მო­რე­ცხვა და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სი­სუფ­თა­ვეს, სიმწვა­ნეს, ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას ქა­ლაქ­ში და ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა, უკვე ამინ­დიც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას და ქა­ლაქ­ში იწყე­ბა გზე­ბის
და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბი, სა­დაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და და­ხაზ­ვა ვერ მო­ეს­წრო ზამ­თრის გამო. ახლა უკვე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვი­წყოთ ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რიც და­ეხ­მა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით.

მი­სი­ვე თქმით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის შე­სას­ყი­დად ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია.

"ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა, სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვქონ­დეს, თუმ­ცა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ტენ­დე­რი ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. გვინ­და შე­ვი­ძი­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქუ­ჩე­ბის მო­რე­ცხვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და და­სუფ­თა­ვე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

ქუ­ჩის მო­რე­ცხვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლით ადრე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რათა ტრან­სპორ­ტის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას ხელი არ შე­ე­შა­ლოს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები