თუ მომავალი მამა მარიხუანას ეწევა... შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს უშვილობა? - კვირის პალიტრა

თუ მომავალი მამა მარიხუანას ეწევა... შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს უშვილობა?

მარიხუანის (კანაფის) დეკრიმინალიზაციის შემდეგ არაერთი შეკითხვა შემოვიდა რედაქციაში ამ თემაზე. ამჯერად გავიგებთ, სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ის ახალშეუღლებული წყვილისთვის, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას მოხმარებამ ორსულობისას? ამ თემაზე გვესაუბრება გინეკოლოგი, ნინო წიფურია:

- შეიძლება თუ არა მარიხუანას რეგულარულმა მოხმარებამ გამოიწვიოს უშვილობა?

- ფაქტია და კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის რეგულარული მოხმარება მამაკაცებში ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. მარიხუანის ხშირმა მოხმარებამ მოზარდებში შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციების მოშლა. არის შემთხვევები, როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება და იმატებს

მასში ანორმალური უჯრედები. ქალბატონების შემთხვევაში მარიხუანა იმდენად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა, განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.

მარიხუანას მოხმარება ახალგაზრდებისთვის შესაძლოა წუთიერ სიამოვნებას უკავშირდებოდეს, მაგრამ აუცილებელია დავფიქრდეთ შედეგებზე, რომელსაც მარიხუანის ხშირი მოხმარება იწვევს.

თამბაქოს მოწევა ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის!

- თუ ერთი ან ორივე მშობელი მოიხმარს მარიხუანას, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამ ფაქტმა ნაყოფზე?

- რა თქმა უნდა, მარიხუანამ შეიძლება ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე ორსულობის პერიოდშიც და შემდეგაც. თუ მშობლები მარიხუანის აქტიური მომხმარებლები არიან, ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ წონაში კლება, იბადებიან ნაადრევად, აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და შეფერხებები განვითარებაში. განაგრძეთ კითხვა