"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კვირის პალიტრა

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?"

"ტერცო მონდო" - ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი უკვე მესამე წელია იღებს. ფილმი ცოტა ხნის წინ დიდი განხილვის საგანი გახდა, როცა საზოგადოებამ შეიტყო, რომ "ტერცო მონდოში" ფრანგ კინოვარსკვლავს ჟერარ დეპარდიეს გადაიღებენ. ადამიანების აღშფოთების მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე იყო და ამავე ქვეყნის პროპაგანდისტი. ამასთან, აფხაზეთში ყოფნისას ქართველებს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო ფრაზებით დაამახსოვრა თავი.

თუმცა ფილმის რეჟისორის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია, მან მსახიობი მისი არტისტული მონაცემების გამო გამოარჩია და არა პოლიტიკური ნიშით, რადგან მის ფილმს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. დავინტერესდით, საერთოდ რაზეა ფილმი, რას და როგორ იღებს რეჟისორი.

AMBEBI.GE-ს ფილმის პროდიუსერი, "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ხათუნა ხუნდაძე ესაუბრა:

- "ტერცო მონდო" სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე რაიონის სკოლიდან ერთად მოდიან, შემდეგ კი თბილისში გადაინაცვლებენ... საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, ერთმანეთს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდებიან. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში, გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება, ბრმა ტყვიის მსხვერპლი ხდება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება... უნდა აღვნიშნო, რომ აკა მორჩილაძის ამ მოთხრობაში ბატონმა მერაბმა ბევრი რამ გადააკეთა, დაამატა და სცენარი 95-გვერდიანი გახადა... ფილმის დაფინანსებამ 2018 წელს მოგვიწია და მას მერე მესამე წელია, ნაწილ-ნაწილ ვიღებთ," - გვეუბნება ხათუნა ხუნდაძე.

- ე.ი. ორ ბიჭს უყვარს ერთი გოგო?

- კი და რომ გაიზრდებიან, ნათია ერთს არჩევს. არის თბილისის ომი, პრეზიდენტ გამსახურდიას პერიოდი. ერთ-ერთი მეგობარი - მოხიტო პრეზიდენტის მხარეს აღმოჩნდება და მეორე - ოპოზიციაში. ნათია კი ომის დროს პრეზიდენტის მხარდამჭერებისგან გამოსროლილი ბრმა ტყვიით იღუპება, რომელიც სახლში შეუვარდა. გადის წლები და მოხიტო, ანუ ერთ-ერთი მეგობარი უკვე ევროპაში ცხოვრობს, 20-25 წლის განშორების შემდეგ მასთან აკა ჩადის, რადგანაც მთელი ცხოვრება აწუხებს კითხვა - მეგობარმა ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე ხომ არ მოკლა?! მოკლედ, იმ ერთდღიანი შეხვედრის ამბავში ბევრი მოგონებაა ჩატეული - სამი თაობაა ნაჩვენები - ბავშვობა, ახალგაზრდობა და 50-ს მიახლოებული ადამიანები. ამიტომ რთული გადასაღებია, ეპოქებია წარმოსადგენი. მოქმედება უნდა განვითარდეს გერმანიაშიც, რადგანაც 90-იანებში ხალხი იქ ემიგრაციაში მასობრივად გარბოდა. ერთკვირიანი გადაღება კი სამხრეთ გერმანიაშია დაგეგმილი.

- როდისთვის?

- როგორც კი დაფინანსება იქნება, ალბათ ამ გადაღებას შემოდგომაზე შევძლებთ... საინტერესო მსახიობების ჯგუფია შეკრებილი, მთავარ როლებს, აკას და მოხიტოს დუტა სხირტლაძე და ლევან წულაძე თამაშობენ (აკა ლევანია, მოხიტო - დუტა). ქალის მთავარ როლს ქეთა შათირიშვილი ასრულებს. გვყავს ძალიან კარგი ბავშვები. პატარა ნათიას როლში ჩემი დისშვილი, ნახევრადგერმანელი ლილე ლემანია, კოლორიტული გარეგნობის ბავშვია და სხვა ფილმშიც არის გადაღებული. ბატონმა მერაბმა ლილე კასტინგის გარეშე შეარჩია. ასევე არიან - გივიკო ხახიძე, მსახიობ დათო ხახიძის შვილი, სხვათა შორის, დათოს პრემიერაც ბატონი მერაბის ფილმში "ნუცას სკოლა" 25 წლის წინ შედგა. ხახიძეს მოხიტოს როლი აქვს, ანდრია თოხაძე არის აკა. ძალიან კარგები არიან. ულამაზესი კადრები გვაქვს ხადას ხეობაში გადაღებული.

- და ის ფუმფულა ბავშვებიც, სოფელ ქვეშეთიდან - მარი ნარიმანიძე და ბექა ბუჩუკური, რომლებიც ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ თქვენი მეშვეობით გაიცნო, ამ ფილმზე მუშაობისას აღმოაჩინეთ, ხომ? გააგრძელეთ კითხვა