"ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის" - კვირის პალიტრა

"ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის"

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი მსოფლიოს მასშტაბით 1-2%-ს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიზანია, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე",- აცხადებს ტიკარაძე.

"იმ რიცხვებით, რომელი მაჩვენებელიც დღეს ჩვენ გვაქვს და გათვლებით მაისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებელია მოსალოდნელი"

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანად იმოქმედებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება, "ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი".

"ეს ციფრები, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო და საყურადღებო. ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე 95%-ით მაინც გაიზარდოს ნიღბის აქტიურობა. დამატებითი ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს. ჩვენ გარკვეული ხედვები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პრევენციას შევუწყოთ ხელი და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს," - განაცხადა ტიკარაძემ.

"ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი", - მისივე თქმით, არის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდოს.

"ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 4000 პაციენტი. ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, მონაცემების მატებასთან ერთად, გვაქვს რესურსი, რომ უმოკლეს ვადაში დავამატოთ საწოლფონდის მომდევნო ნაკადი", - აცხადებს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეების დასახმარებლად სტუდენტებთან მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგარდებს ამისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდებათ და მათ სპეციალური მოწყობილობები ექნებათ.

"ვაქცინაციის პროცესში აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმართველობები. ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა. მათთად ერთად ვმუშაობთ, ასევე ინტერნეტთან წვდომისა და რეგისტრაციის კომპონენტთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, კერძოდ, სტუდენტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ ვაქცინაციის ოფიცრები და სპეციალური მოწყობილობებით ხელი შეუწყონ საზოგადოების იმ ნაწილის რეგისტრაციას, რომლისთვისაც ეს პროცესი რთულად ხელმისაწვდომია",-განაცხადა ტიკარაძემ.

მან ადგილობრივ თვითმართველობებს მოუწოდა, ადგილობრივი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით დროულად და სწორად მიეწოდოს ინფორმაცია.

"ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა, მათ ესაჭიროებათ გარკვეული ტექნიკური უზრუნველყოფა და ასევე, გარკვეული ცოდნა. სჭირდებათ ტრენინგი და ალბათ, შემდეგ კვირაში უკვე ვიხილავთ მათ ფართოდ საქართველოს მასტაბით",-განაცხდა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე ისაუბრა.

"აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი, 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურეობრივი, ასევე ბიზნეს სექტორის ჩართულობა, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპისდისიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილრების მაჩვენებელს, თითეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ ნიღბის ტარებაში, სოციალურ დისტანციაში და ასევე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის, რაც რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ გაზრდის საზოგადოებაში იმ მაჩვენებელს, რომელიც არის ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე არის აქტიური მინისტრების ჩართულობა. ასევე, დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩვენი ხიდი საზოგადოებასთან",-განაცხადა ტიკარაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით