რამდენი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში აპრილში - რა ინფორმაციას ავრცელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია? - კვირის პალიტრა

რამდენი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში აპრილში - რა ინფორმაციას ავრცელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია.

რაც შეეხება, ბოლო წლების სტატისტიკას ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, 2019 წლის აპრილში - 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი - 34 321 ვიზიტი.

აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:

1. თურქეთი - 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან - 48%;

2. ისრაელი - 10 098 ვიზიტი, ზრდა - 13 925%;

3. რუსეთი - 8 518 ვიზიტი, ზრდა - 125%;

4. სომხეთი - 8 331 ვიზიტი, ზრდა - 4%;

5. საქართველო (არარეზიდენტები) - 8 253 ვიზიტი, ზრდა - 441%;

6. უკრაინა - 5 922 ვიზიტი, ზრდა - 404%;

7. აზერბაიჯანი - 5 287 ვიზიტი, ზრდა - 107%;

8. უზბეკეთი - 2 711 ვიზიტი, ზრდა - 293%;

9. ყაზახეთი -1 639 ვიზიტი, ზრდა - 285%;

10. ბელარუსი - 1 463 ვიზიტი, ზრდა - 77%;

"ინტერპრესნიუსი"