"რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სექსმუშაკი ვარ..." - კვირის პალიტრა

"რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სექსმუშაკი ვარ..."

ფოტომოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "ყვითელ დილაში", ცხოვრების მთავარ სიყვარულსა და მასზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

"ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ფიქრისას, მივდივარ უფრო თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ჩემზე ხუთი წლით უფროსი მამაკაცი მიყვარდა და მეგონა, რომ ყველაზე დიდი და საოცარი იყო ეს ყველაფერი... და ნამდვილად იყო კიდეც იმ პერიოდისთვის. იმ ცნობიერების და იმ ასაკისთვის იყო ფანტასტიკური ურთიერთობა. როცა თავს ბედნიერად ვგრძნობ, იქეთ მომისვრის ხოლმე ჩემი ქვეცნობიერი...

არცერთი ჭორი არ მამახსოვრდება ცუდად, იმიტომ, რომ ეს ჭორი არის ბინძური ფანტაზიის მიერ შეთხზული და მე არ მეხება საერთოდ. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სექსმუშაკი ვარ, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მსგავსი, არასოდეს არ მქონია ეგ ფუნქცია. არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე მივიღე სექსუალური მუშაკის მომსახურეობა ამ ადამიანისგანო... თუ არსებობს, ე.ი. იტყუება და თუ იტყუება, დასასჯელია".