"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა
"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა
ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 34 წლამ­დე ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

ფეხ­მძი­მე კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის წინ, მა­ღა­ლი სი­ცხით შე­იყ­ვა­ნეს. მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს, თუმ­ცა ჩვილ­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა. 34 წლის ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, ქალს არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

"ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თოდ, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დავ­ხე­დავთ, თუ ორ­გა­ნიზმს აქვს სუს­ტი
იმუ­ნი­ტე­ტი, ფეხ­მძმო­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი. ანუ თუ სუსტ ორ­გა­ნიზმს ის კი­დევ უფრო ასუს­ტებს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­სა­ბა­მი­სად უფრო მწვავ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­მო­სუ­ლი ვარ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც 9 წელი ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ბევ­რი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა ფა­ტა­ლუ­რად. პა­ცი­ენტს ჰქონ­და ასე­თი იმუ­ნუ­რი გე­ნე­ტი­კა, რომ­ლიც ვერ
მო­ე­რია ვირუსს, მას­თან, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ალექ­სი ვა­ჩა­ძემ.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რია. იგი ცოტა ხნის წინ და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და.  იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები