"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა - კვირის პალიტრა

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა.

ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ქალს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

"ძალიან ხმამაღლა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი იყო კორონავირუსი. საერთოდ, თუ საერთაშორისო ლიტერატურას გადავხედავთ, თუ ორგანიზმს აქვს სუსტი იმუნიტეტი, ფეხმძმობა არის დამატებითი რისკ-ფაქტორი. ანუ თუ სუსტ ორგანიზმს ის კიდევ უფრო ასუსტებს და კორონავირუსი შესაბამისად უფრო მწვავდება. რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ ისრაელიდან, სადაც 9 წელი ვმუშაობდი, როგორც რენიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ბევრი მსგავსი სიტუაცია მქონია, მაგრამ არცერთი დასრულებულა ფატალურად. პაციენტს ჰქონდა ასეთი იმუნური გენეტიკა, რომლიც ვერ მოერია ვირუსს, მასთან, ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ძალიან მძიმედ იყო" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ალექსი ვაჩაძემ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი გარდაცვლილი ქალი მაიკო წიკლაურია. იგი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ქორწილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.  იხილეთ სრულად