"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შენ­თვის და შენი პა­ტა­რას­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით" - რა ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა კოვიდით გარდაცვლილ მასწავლებელზე - კვირის პალიტრა

"პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შენ­თვის და შენი პა­ტა­რას­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით" - რა ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა კოვიდით გარდაცვლილ მასწავლებელზე

მაიკო წიკლაური 34 წლის იყო და პირველ შვილს ელოდებოდა, როდესაც 13 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა, ის სერთიფიცირებული პედაგოგი იყო. მაიკოს მდგომარეობა ერთ კვირაში დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს. რამდენიმე დღეში დაიღუპა ჩვილი, გუშინ კი მაიკო წიკლაური გარდაიცვალა. ფოლადაანთ კარის საშუალო სკოლის ოფიციალური გვერდი მასწავლებლის გარდაცვალების შესახებ სამძიმარს აქვეყნებს.

"ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო. ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი... ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები..." - ვკითხულობთ გვერდზე.

წყარო