როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 მაისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 მაისს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.