"დედა იხ­სე­ნებს, რომ ვკი­თხე, სად მი­დი­ო­და, გა­ი­ღი­მა და არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხაო" - ოჯახი 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებს - კვირის პალიტრა

"დედა იხ­სე­ნებს, რომ ვკი­თხე, სად მი­დი­ო­და, გა­ი­ღი­მა და არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხაო" - ოჯახი 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებს

თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ.

გაუჩინარებული ბიჭის ძმის, სუმენჯი რაზიკაშვილის თქმით, ნიკოლოზი სახლიდან 3 მაისის საღამოს ექვსი საათისთვის გავიდა და უკვე 6 დღეა მის შესახებ არაფერი სმენიათ.

"ჩემი ძმა ხელოვანია, ხატავს და ლექსებს წერს. ბუნებით ძალიან თავისუფალი და ცოტა თავისებურიც არის. ორშაბათს, 3 მაისს, სახლიდან ისე გავიდა, რომ არაფერი დაუბარებია. დედა იხსენებს, რომ ვკითხე, სად მიდიოდა, გაიღიმა და არაფერი მიპასუხაო. ეცვა ნაცრისფერი ბოტასები, ღია ფერის ჯინსი და თხელი შავი ქურთუკი. პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი სახლში დატოვა. ადრეც იყო გაუჩინარებული, მაგრამ მხოლოდ 2 დღით აქვე, ტყეში წასულა. დიდი ზურგჩანგითა და საკვებით. ტყეში გაუთენებია ღამე. რომ ჩამოვიდა თვითონ გვითხრა, სადაც იყო", - ამბობს სუმენჯი რაზიკაშვილი.

იგი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, თუ რაიმეს შეიტყობენ მისი ძმის შესახებ, დაუკავშრდნენ შემდეგ ნომერზე:

598609509 - სუმენჯი რაზიკაშვილი

ambebi.ge