როგორ დააზიანა უხვმა ნალექმა ატენის ხეობა? - კვირის პალიტრა

როგორ დააზიანა უხვმა ნალექმა ატენის ხეობა?

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა.

ატენში დილიდან იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

"უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ატენის თემში. მთიდან ჩამოსული ქვა-ღორღით ჩაიხერგა საავტომობილო გზა და პარალიზებული იყო მოძრაობა. შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახსნაც მოხერხდა, თუმცა, კვლავ გრძელდება დამატებითი სამუშაოები უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"