საქართველოში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა - კვირის პალიტრა

საქართველოში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კონკრეტულად კი, მაისს განათდა შემდეგი ქალაქები: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მცხეთაში, ონში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში;

10 მაისს: ოზურგეთში, რუსთავსა და მესტიაში.

კერძოდ, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა:

თბილისის სატელევიზიო ანძა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ახალციხე: რაბათის ციხე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი: ბათუმის ცენტრალური სტადიონი

შიდა ქართლის რეგიონი, გორი: გორის იუსტიციის სახლი

იმერეთის რეგიონი, ქუთაისი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, მესტია: სვანური კოშკი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ზუგდიდი: დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, მცხეთა: დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, ონი: ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის სახალხო თეატრი

გურიის რეგიონი, ოზურგეთი: ოზურგეთის დრამატული თეატრი

ქვემო ქართლის რეგიონი, რუსთავი: მუნიციპალიტეტის შენობა

კახეთის რეგიონი, თელავი: ბატონის ციხე (ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე)