დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან - კვირის პალიტრა

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა.

ატენში დილიდან იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია."უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ატენის თემში. მთიდან ჩამოსული ქვა-ღორღით ჩაიხერგა საავტომობილო გზა და პარალიზებული იყო მოძრაობა. შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახსნაც მოხერხდა, თუმცა, კვლავ გრძელდება დამატებითი სამუშაოები უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სტიქიამ ასევე დააზარალა ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები