"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა... ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე" - რას წერს მამა პეტრე - კვირის პალიტრა

"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა... ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე" - რას წერს მამა პეტრე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც ლევან ვასაძეს "სამოსელი პირველისა" და მის მიერ დაფუძნებული სკოლის, იქ არსებული მაღალი გადასახადის შესახებ შეკითხვას უსვამს:

"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა... ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე...

ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი ,,სამოსელი პირველის" მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მერ წარმოებული ქართული ჩოხა...

კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?!

რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ... ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!...", - წერს მამა პეტრე.