"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!..არ ვიცი გადარჩნენ თუ არა, ეგეც არ ვიცი..."
10-05-2021
"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!..არ ვიცი გადარჩნენ თუ არა, ეგეც არ ვიცი..."
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ საშინელ ავარიას გადაურჩა:

"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი !აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი, რაღაც სასწაულის დამსახურებით, არადა 1%  არ მქონდა გადარჩენის შანსი.
რედისონის გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემს წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა, მარტო ხმამ გამაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა
და იმასაც ვხედავ როგორ მეცემა ზემოდან, მე აღარ ვიცი. მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა ეს აღარ მახსოვს, გონზე რომ მოვედი გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული, რა ბედი ეწია იმ მანქანებს არ ვიცი გადარჩნენ თუ არა, ეგეც არ ვიცი, ძალაც კი არ მქონდა
რომ გადმოვსულიყავი.
მოკლედ, მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია, ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან, არ მშორდება კადრი თვალებიდან,
მგონია, რომ წარსული არ მქონია და ახლა დავიბადე. რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს!- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?