საპატიმროდან გამოსული ნიკა მელიას შეხვედრა შვილთან - ემოციური კადრები პირდაპირი ჩართვიდან - კვირის პალიტრა

საპატიმროდან გამოსული ნიკა მელიას შეხვედრა შვილთან - ემოციური კადრები პირდაპირი ჩართვიდან

"მთავარი არხის" ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს, კამერამ ნიკა მელიასა და მისი ვაჟის შეხვედრის ემოციური კადრები დააფიქსირა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს  დატოვა.

ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.