"სუ­პე­ბი... მჟა­უ­ნას სუპი... რაგუ... " - ნიკა მელია თავისი "დიეტის" საიდუმლოს ამხელს - კვირის პალიტრა

"სუ­პე­ბი... მჟა­უ­ნას სუპი... რაგუ... " - ნიკა მელია თავისი "დიეტის" საიდუმლოს ამხელს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილე დღეს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიამ პატიმრობის დროს წონაში 24 კილოგრამი დაიკლო. პოლიტიკოსის ფიზიკური ცვლილება თვალშისაცემია.

მოქალაქეები, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას "დიეტის" შემდეგ, საპატიმროში ნიკა მელიას კვების რაციონითაც დაინტერესდნენ.

"სუპები... მჟაუნას სუპი... რაგუ... დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... იქ რომ შევედი ქამარი და თასმები მომხსნეს და რომ გამოვედი, ქამარი გავიკეთე, მაგრამ გინდ გეკეთოს, გინდ არა. ეს შარვალი მეცვა, რომ დამიჭირეს და ქამრის გარეშე ვერ ჩაიცვამ", - განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს, რომლებიც მისი "დიეტით" დაინტერესდნენ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"