ძმები არჩილ და შოთა არველაძეები "სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ - კვირის პალიტრა

ძმები არჩილ და შოთა არველაძეები "სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ

ძმები არჩილ და შოთა არველაძეები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ. ისინი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში "სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია, პროცესში მათი ოჯახის წევრებიც ჩაერთვებიან.

"გვინდოდა აცრა, ეჭვი არ გვეპარება, რომ კარგია. მოსახლეობას ვურჩევ აუცილებლად აიცრას იმიტომ, რომ სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება,"- განაცხადა შოთა არველაძემ.