"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა"
"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა"
"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა"

"ჩვენ კაშხლის დიზაინზე მუშაობა გვევალება, პროექტი კეთდება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა", - ამის შესახებ შვეიცარიული კომპანია "შტუკის" ინჟინერმა პედრო რემესალ გარსიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კაშხლის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

"დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, ნამახვანის კაშხალი დიდ კაშხალს მიეკუთვნება. ამ კაშხლის დაპროექტება ხორციელდება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სხვა საერთაშორისო პროექტების მსგავსად,"- განაცხადა
შვეიცარიელმა ინჟინერმა.

სოსო
12 მაისი 2021 17:31
პროექტი შესაძლოა სრულყოფილიც კი იყოს,მაგრამ გეოლოგიური გამოკვლევები რას გვეუბნება?სულ ახლოს მოხდა რაჭის მიწისძვრა,მთელი მთა რომ მოწყვიტა და სოფელი ქვეშ მოიქცია.ჭოროხზე,თურქებმა კაშხალი ააშენეს და სარფი ბათუმის სანაპირო ზოლი,ზღვას მიაქვს.რიონი რომ ჩაიკეტება და მყარი მასალა ზღვაში არ ჩავა,რა ბედი ელის სანაპირო ზოლს,ამაზე უფიქრია ვინმეს?ადგილზე ამდენი ტერიტორიის დატბორვაზე,ახლომდებარე ტერიტორიების თავისუფალ განკარგვაზე აღარაფერს ვამბობ.და მაინც მთავარი,მაინც ის არის,რომ ხელშეკრულების პირობები,აშკარად კაბალურია.სრულიად წინასწარგანზრახულად ქვეყნისათვის წამგებიანი.კორუფციის სუნი უდის(ყარს) და მისი დაშვება,არ შეიძლება.
სიბელიუსი
12 მაისი 2021 15:44
მეგობარო სხვა საქმით დაკავდი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები