"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა" - კვირის პალიტრა

"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა"

"ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა"

"ჩვენ კაშხლის დიზაინზე მუშაობა გვევალება, პროექტი კეთდება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა", - ამის შესახებ შვეიცარიული კომპანია "შტუკის" ინჟინერმა პედრო რემესალ გარსიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კაშხლის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

"დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, ნამახვანის კაშხალი დიდ კაშხალს მიეკუთვნება. ამ კაშხლის დაპროექტება ხორციელდება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სხვა საერთაშორისო პროექტების მსგავსად,"- განაცხადა შვეიცარიელმა ინჟინერმა.