რომელი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას - განმარტება, რომელიც მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას მოჰყვა - კვირის პალიტრა

რომელი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას - განმარტება, რომელიც მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას მოჰყვა

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომის მონაწილეებზე 1000 ლარიან, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე კი 500-ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემდა. საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ან უგზო-კვლოდ დაკარგული წინაპარი. ამიტომ მოლოდინი ძალიან ბევრს გაუჩნდა.

მოქალაქეთა ნაწილმა ჩათვალა, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ან უგზო-იკვლოდ დაკარგულთა ყველა ოჯახის წევრი მიიღებდა ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 500 ლარის ოდენობით. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, ბოლო რამდენიმე დღეა მათთან უამრავი ადამიანი რეკავს და თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოლოდინი აქვთ.

კონკრეტულად, ვინ მიიღებს მთავრობისგან ერთჯერად სოციალურ დახმარებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან გვპასუხობენ:

"საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 263 ვეტერანი გვყავს. თითოეული მათგანი რეგისტრირებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ. რაც შეეხებათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს... გააგრძელეთ კითხვა