ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა - რას ჰყვებიან ქედაში მომხდარი ავარიის თვითმხილველები?
12-05-2021
ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი  დაშავდა - რას ჰყვებიან ქედაში მომხდარი ავარიის თვითმხილველები?
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევიას შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ქედის კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ტრანსპორტირება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიმდინარეობს. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები
არიან მობილიზებული


"ინტერპრესნიუსი"





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?