"ვფიქრობდი, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მიწას ვაკოცებ-მეთქი. თუმცა, რომ დავბრუნდი, უცნაური განცდა დამეუფლა"
13-05-2021
"ვფიქრობდი, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მიწას ვაკოცებ-მეთქი. თუმცა, რომ დავბრუნდი, უცნაური განცდა დამეუფლა"
"ეს ქალები მიხვდნენ, რომ არაადამიანური მოპყრობა არ უნდა აიტანონ"

წლებია ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს. ამბობს, რომ საქართველო მისთვის შეუცვლელია, აქაური ცხოვრების წესს გადაჩვეულია და დიდი ხნით დარჩენა უჭირს...
ნათია კობაიძე იმ ქართველებს უწევს თარჯიმნობას, ვინც სამშობლოდან ძალადობას, გაჭირვებას ან უბრალოდ მუდმივ სტრესს გაექცა და უკეთეს მომავალს ეძებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თითქმის 15 წელზე მეტია, ესპანეთში ვცხოვრობ. პირველი წასვლის შემდეგ ოთხი წელი ვერ ჩამოვედი და ვფიქრობდი, როგორც
კი საქართველოში დავბრუნდები, მიწას ვაკოცებ-მეთქი. თუმცა, რომ დავბრუნდი, უცნაური განცდა დამეუფლა: ვერ ვიგრძენი, რომ სამშობლოში ვიმყოფებოდი. იგივე პრობლემები დამხვდა - ადამიანთა უმეტესობა ბედნიერი არ არის, აგრესიული დამოკიდებულებებია, ერთმანეთის მოსმენა და მოთმენა უჭირთ. ძალიან მეწყინა და გავბრაზდი კიდეც, ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერაფერი შევცვალეთ-მეთქი?.."

"ვინც ესპანეთში
წლების წინ ჩამოვიდა, უკვე დამკვიდრებულიცაა, მაგრამ ვინც ერთი-ორი წლის წინ ჩამოვიდა, უმეტესობა ლტოლვილად ბარდება. რომ დაგტოვონ, დამაჯერებელი მოტივია საჭირო. დიდი ნაწილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ასევე მომრავლდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების შემოსვლა. ხშირად მიწევს ფსიქოლოგიური სეანსების თარგმნა. შარშანდელი აგვისტოდან ვმუშაობ ერთ ქართველ ქალთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და საოცრად მიმძიმს მისი ამბების მოსმენა..."

"ამ ქალებმა აქ თანადგომა იპოვეს და მიხვდნენ, რომ არაადამიანური მოპყრობა არ უნდა აიტანონ. კიდევ ერთი: არავის უნდა იმის თქმა, რომ სოციალური პრობლემების გამო ჩამოვიდნენ, არადა, უმრავლესობა ნამდვილად იმიტომ ჩამოვიდა, რომ საქართველოში საარსებო საშუალება არა აქვს. სურს, შვილების კარგი მომავალი უზრუნველყოს. ერთხელ ვიბადები და ბედნიერი მინდა ვიყოო, ამბობენ.

"ძალიან მძიმე ისტორიები აქვთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ასევე - აფხაზეთსა და შიდა ქართლიდან დევნილებს. ასევე მახსოვს ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში გახდა ძალადობის, წამების მსხვერპლი. მისი მოსმენისას ასე მეგონა, საშინელებათა ჟანრის ფილმის პერსონაჟს ვუსმენდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი
ეკა
14 მაისი 2021 01:36
იჯექი სადაც ზიხარ...რა გინდა აქ? კარგი არაფწრი ხდება
გიგა
14 მაისი 2021 01:35
აბა რა გეგონა ახლანდელი საქართველო საშინელწბაა, ნეტა კი გავაღწევდე აქედან...კაცთმოძილეობა და ზიზღია ადამიანებს შორის ოჯახის წევრებს შორის ...აუტანელი ერი ვართ....ერთმანეთს არ ვახარებთ...სიმართლე მწარეა
Საქო
13 მაისი 2021 11:45
Კორონას გამპიარებლრბის უნდა გეშინოდეა.კორონა კი ვირუსია რა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?