იოგის გაკვეთილები დეპუტატებისთვის და სინქრონული ცურვა ზღვის მაიმუნებისთვის - უცნაური პროექტები, რაშიც ხელისუფლებებმა ფული "გაფლანგეს" - კვირის პალიტრა

იოგის გაკვეთილები დეპუტატებისთვის და სინქრონული ცურვა ზღვის მაიმუნებისთვის - უცნაური პროექტები, რაშიც ხელისუფლებებმა ფული "გაფლანგეს"

თანხების უსარგებლო გაფლანგვის ფაქტები მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება. პრობლემა მთელს მსოფლიოში დგას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების ფული ისეთ პროექტებზე იხარჯება, რომ ეს მხოლოდ სიცილს მოგგვრით.

სხვადასხვა ექსპერიმენტებში, უსარგებლო მშენებლობებში და ქანდაკებებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებმა დიდძალი თანხები დახარჯეს.

რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ:

ავსტრალია: იოგის გაკვეთილები დეპუტატებისთვის - 8 300 აშშ დოლარი

Sydney Morning Herald– მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო სამსახურების დეპარტამენტი იოგის მასწავლებლებს იოგის უფასო გაკვეთილების უზრუნველსაყოფად 8 300 აშშ დოლარს უხდიდა. გაკვეთილები პარლამენტის წევრებისთვის იყო განკუთვილი. მიზეზად კი მათი გადაღლილობა სახელდებოდა.

კანადა: კანადელი მზარეულის ფრენა ინდოეთში პრემიერ მინისტრისთვის - 12 900 აშშ დოლარი

2018 წელს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კანადელი შეფ-მზარეულის ინდოეთში გამგზავრებაზე, რათა ვიზიტის დროს მისთვის ინდური საკვები მოემზადებინა, 12 900 დოლარი დახარჯა.

მართალია, ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა მედია შემთხვევას დღემდე იხსენებს და ყველა აღიშნავს, რომ არამიზნობრივი ხარჯი გაუმართლებელია.

დიდი ბრიტანეთი: ჰოლოგრამა ლონდონის Brent-ის საბჭოს შტაბისთვის - 16 000 დოლარი

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საბჭომ მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლოგრამას ხალხისთვის სწორი მიმართულებები მიეთითებინა, 16 000 აშშ დოლარი დახარჯა.

აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, Brent- ის მრჩეველმა ჯეიმს დენსელოვმა Guardian- თან განაცხადა, რომ ჰოლოგრამა "შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ და ინოვაციამ დაზოგოს ფული", რადგან ამ ვაკანსიაზე კადრის აყვანა, მეტ ხარჯებს მოითხოვდა.

აშშ: სინქრონული ცურვა ზღვის მაიმუნებისთვის - 50 000 დოლარი

აშშ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ზღვის მაიმუნის წყლის მოძრაობაზე გავლენის შესასწავლად 50 000 დოლარზე მეტი დახარჯა. კვლევამ აჩვენა, თუ რა როლს ასრულებენ ეს ცხოველები ოკეანის მინერალების ფენების შერევაში. განაგრძეთ კითხვა