რა შემთხვევაში მძიმდება კორონავირუსი ახალგაზრდა პაციენტებში - ინფექციონისტის განმარტება - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში მძიმდება კორონავირუსი ახალგაზრდა პაციენტებში - ინფექციონისტის განმარტება

როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა დაიწყო. ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია და სამწუხაროდ, ათობით ადამიანი იღუპება. ამ ფონზე, საუბრობენ, რომ ახლა ვირუსი უფრო აგრესიულია, მათ შორის, ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

- ოფიციალური სტატისტიკა არ დადებულა, ამიტომ, გადაჭრით ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება. პროცენტულად, დაახლოებით, მძიმე პაციენტების იგივე რაოდენობაა, რაც შემოდგომა-ზამთარში იყო. დიდი სხვაობა, კლინიკური მიმდიდარეობის მხრივ, არ არის.

- თუ არის რაიმე განსხვავებული სიმტომი, რაც ე.წ. მესამე ტალღის დროს განსაკუთრებით აქტუალურია?

- სიმპტომები იგივეა. ყველაზე

ხშირად ტემპერატურული რეაქცია, შეიძლება პაციენტებს კუნთებისა და სახსრების, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა აღენიშნებოდეთ - ეს არის ზოგადი სიმტომები, რომლებიც კორონავირუსს ახასიათებს. ასევე, მოგვიანებით შესაძლოა ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება გამოიხატოს. მძიმე მიმდინარეობის დროს ამას ერთვის მკერდის არეში დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი საერთო სისუსტე და ასე შემდეგ.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი ახალგაზრდებში ახლა უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუმცა, ეს შემოდგომასა და ზამთარშიც იყო. ამიტომ, გადაჭრით თქმა, რომ ახლა უფრო მეტ ახალგაზრდაში მიმდინარეობს მძიმედ, გამიჭირდება. მონაცემების შეგროვებასა და გაანალიზებას, სტატისტიკის შედგენას დრო სჭირდება. ვერ შევაშინებ მოსახლეობას და ვერ ვეტყვი, რომ ახლა ახალგაზრდებში ვირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- ახალგაზრდებში ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე სიკვდილის მიზეზი?

განაგრძეთ კითხვა