"კორონავირუსის მესამე ტალღა ბავშვებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს..." - რა ხდება ბავშვთა კლინიკებში
"კორონავირუსის მესამე ტალღა ბავშვებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს..." - რა ხდება ბავშვთა კლინიკებში
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა მიმდინარეობს და ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევათა რიცხვი ბავშვებშიც გაიზარდა. ი. ციციშვილისსახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე გვეუბნება, რომ კლინიკაში ახლა 70-მდე ბავშვი მკურნალობს. მათთან რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ვირუსი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, მაია ჩხაიძე გვპასუხობს:

- ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა კოვიდპაციენტების მიღებაში გასული წლის ოქტომბრიდანაა ჩართული. ე.წ. მეორე ტალღასთან შედარებით, ახლა მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. სავარაუდოდ, საქართველოში მუტირებული ვერსია
ცირკულირებს და ბავშვებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. სიმძიმეში იგულისხმება მაღალი ცხელება, რომელიც
სიცხის დამწევ პრეპარატებს არ ემორჩილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ბავშვი არ ყოფილა ჩვენს კლინიკაში მართვით სუნთქვაზე და არც სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირებულა. მშობელი ნამდვილად ვერ განსაზღვრავს წინასწარ, ბავშვებში რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს კორონავირუსი
მძიმედ. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, თუმცა, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს, პროცესში მათი ჩართვაცაა აუცილებელი. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები