არჩილ თალაკავაძე და მისი მეუღლე კოვიდის საწინააღდეგო ვაქცინით აიცრნენ - რას წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი? - კვირის პალიტრა

არჩილ თალაკავაძე და მისი მეუღლე კოვიდის საწინააღდეგო ვაქცინით აიცრნენ - რას წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

საქართველოს პარლამენიტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და მისი მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი კოვიდ - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ამის შესახებ  თალაკვაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს: "მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისასალმებელია, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა. მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები. ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!"- წერს პოლიტიკოსი.

წყარო