ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა. ირაკლი კობახიძემ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია კორონავირუსის ვაქცინა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ჩაიტაროს.

"ვაქცინაციის კამპანიაში ვერთვები, აცრა მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას",- აცხადებს კობახიძე.