"რუსოს პი­რა­დად ბო­დიშს ვუხ­დი, რად­გან ვერ ვუშ­ვე­ლე" - კვირის პალიტრა

"რუსოს პი­რა­დად ბო­დიშს ვუხ­დი, რად­გან ვერ ვუშ­ვე­ლე"

დღეს დილით ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომელი 45 წლის რუსო ზუკაკიშვილი გარდაიცვალა. "ქალი, რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა" - ასე მოიხსენიებენ მას მეგობრები. რუსო რამდენიმე კვირის მანძილზე კორონავირუსის შემდეგ დატოვებულ გართულებებს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა ქალბატონისა და კოლეგის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი:

"მიდი-მოდია ცხოვრება, მიდიან, გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთს გაიგებ, ისეთს მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის, მაგრამ, სამწუხაროდ, მომსწრე ხარ, გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი, იტყვი - არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი.... ეს კი ყველაფერი ცხოვრება.... ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს.... დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო ..." - წერს ლევან რატიანი სოციალურ ქსელში.

რუსო ოთხი დღის განმავლობაში რეანიმაციაში კახი კავსაძესთან ერთად იწვა. მსახიობის გარდაცვალების დღეს, 28 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბატონი კახი, სამწუხაროდ, ოთხი დღე და ღამე ერთ რეანიმაციაში გავატარეთ, გვერდიგვერდ საწოლზე. შევყურებდი მის უსიცოცხლო სხეულს და მტკიოდა გული, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი, ბობოქარი მსახიობი მდუმარედ იყო. ექიმები, ექთნები, დიდი თუ პატარა უვლიდნენ და ვერ ჩერდებოდნენ მის საწოლთან ცრემლების გარეშე. სული მეწვოდა ბატონი ირაკლი კავსაძის და ნანუკა ხუსკივაძის დანახვაზე. ვტიროდი მაგრამ, ბოლო წამს ნანუკას სამძიმრის სიტყვაც ვერ უთხარი, უმძიმესი სანახავი იყო ჩემთვის. ბატონი კახი, მსოფლიო ლეგენდა მისი უსიცოცხლო სხეული ჩაატარეს ჩემს საწოლთან, აქამდე ემოციურად ვერ შევძელი ამის დაწერა! გისამძიმრებ საქართველო, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერდა რუსო.

რუსო ზუკაკიშვილი თათული კახიანის ბავშვობის მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში თათული უახლოეს მეგობარზე გვიყვება:

- რუსო ზუკაკიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. წლების განმავლობაში მუშაობდა სასწრაფო გადაუდებელ სამსახურში, 112-ის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი იყო. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაჭირვებაში არ დახმარებია... ახლა შპს "ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალში" მუშაობდა. ყველა ტირის, ყველას უანგაროდ ეხმარებოდა და უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. გაგრძელება