ალაზნის არხში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი - კვირის პალიტრა

ალაზნის არხში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარედ, ალაზნის არხში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლი მანქანის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ალაზნის არხში გადავარდა.

შემთხვევის დროს მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო 65 წლამდე ქალმა და დაიხრჩო, მძღოლი და მოზარდი წლიდან უვნებლები ამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"