"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა"

"თბილისი პრაიდის" აქტივისტის ბექა არჩვაძის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაშალა და იმ მყოფ აქტივისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც ის აცხადებს, გურამ ფალავანდიშვილისთვის "დედაენის ბაღში", ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია მიუღებელი აღმოჩნდა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ, ორგანიზატორებმა ინსტალაცია გავაკეთეთ, შემდეგ მოვიდა გურამ ფალავანდიშვილი, მთელი ეს ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონდა. გვერდზე გაიყვანეს, როდესაც უნდა დაეკავებინათ, დააგვიანეს", - აღნიშნავს ბექა არჩვაძე.

მისივე ინფორმაციით, ფალავანდიშვილმა აქტივისტებს შეურაცხყოფა არასრულწლოვნების წინაშე მიაყენა.

"არ მოწონდა ინსტალაცია, 10 ადამიანი იყო. არასრულწლოვანი ბავშვების წინაშე გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას",-აღნიშნავს აქტივისტი.

"ინტერპრესნიუსი"