"კახა კალაძე დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერია და მთელი გუნდის სურვილია, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში"
"კახა კალაძე დედაქალაქის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერია და მთელი გუნდის სურვილია, რომ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში"
კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მერი - გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ თვითმმართველობის არჩევნებში - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უშუალოდ კახა კალაძესთან, თალაკვაძე პასუხობს, რომ გუნდის ლიდერებს ერთმანეთთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ.

"როგორც კი კახა კალაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს გახდება საჯაროდ ცნობილი. ამ მომენტისთვის, როცა კონსულტაციები ახლახანს დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ნაადრევია
კანდიდატებზე კონკრეტული პოზიციების გახმოვანება. რასაკვირველია, კახა კალაძე არის დედაქალაქის ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი გუნდის სურვილია, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვოთ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა თალაკვაძემ.
ლაშა
17 მაისი 2021 21:20
ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი საუკეთესო მერი არი
რაც ყოლია თბილს
keti
17 მაისი 2021 20:21
ეს ნამდვილად სიმარტლეა და ვერავინ უარკოპს რომ კალადზე საუკეტესო მერი აქმოცნდა ტბილისის

რუბრიკის სხვა სიახლეები