დმანისში, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც - კვირის პალიტრა

დმანისში, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც

დმანისში, სადაც მთელი დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ცოტა ხნის წინ, კვლავ ფიზიკური დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, დმანისის ერთი შესასვლელიდან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ქალაქის ცენტრისკენ შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

არსებული ცნობით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.