შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, წყლის ჭავლის ერთი მანქანა მუნიციპალიტეტის მიმართულებით ამ წუთებში გადაადგილდება. მას წინ პოლიციის მაქანები მიუძღვება.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად.

"ინტერპრესნიუსი"