"საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში" - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე? - კვირის პალიტრა

"საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში" - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე?

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა.

ის ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ იარსებებს.

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ ეს კონფლიქტი არ გადზრდილიყო უფრო ფართო მასშტაბში. დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი. მოსახლეობისგან ჩვენ მიმართ მომართვიანობა ინტენსიურად ხდება. ვალდებულებაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც ჩვენდამი არსებობს.

ყოფით ნიადაგზე მოხდა რამდენადაც ვიცი. აქ ჩვენი მრევლია, გვიკავშირდებიან, ყველასთვის სასარგებლოა მშვიდობა და ყველა ამისკენ იყო მოწოდებული. იმედი მაქვს, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, კონფლიქტის გაღვივება და გაგრძელება არ უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"