პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კერესელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"