"სიმღერა ევროვიზიის გუნდსაც ძალიან მოეწონა, შეტყობინებაც გამომიგზავნეს,რომ საუკეთესო სიმღერა წელს ჩვენ გვქონდა" - რას წერს ევროვიზიის კონკურსში დამარცხებული თორნიკე ყიფიანი? - კვირის პალიტრა

"სიმღერა ევროვიზიის გუნდსაც ძალიან მოეწონა, შეტყობინებაც გამომიგზავნეს,რომ საუკეთესო სიმღერა წელს ჩვენ გვქონდა" - რას წერს ევროვიზიის კონკურსში დამარცხებული თორნიკე ყიფიანი?

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში 20 მაისს გაიმართა. საქართველოს სახელით ევროვიზიის კონკურსში მომღერალი თორნიკე ყიფინი გამოვიდა და სიმღერა "You" შეასრულა.

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის ქართველი კონკურსანტი  ვერ მოხვდა.

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის კონკურსში დამარცხების შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სიმღერა თვითონ ევროვიზიის გუნდსაც ძალიან მოეწონა:

"ყველას დიდი მადლობა, ვინც მამხნევებდით და კეთილ სურვილებს მიგზავნიდით. ეს სიმღერა თვითონ ევროვიზიის გუნდსაც ძალიან მოეწონა და შეტყობინებაც გამომიგზავნეს, სადაც წერია, რომ საუკეთესო სიმღერა წელს ჩვენ გვქონდა და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო დიდი დრო გავა, მით უფრო მეტი ადამიანი შეიყვარებს ამ სიმღერას. იმედია მომავალში შევძლებთ გამარჯვებას.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ”, – წერს თორნიკე ყიფიანი.

წყარო