Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს! - კვირის პალიტრა

Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს!

Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს  26 მაისის დამოუკიდებლობის დღეს ბანერზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო დროშით ულოცავს. მასზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი, ვიზიტორს 26 მაისთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს.

ბანერი, რომლითაც Google დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს,  მხოლოდ საქართველოში მყოფი ადამიანებისთვის ჩანს, რადგან კონკრეტულ ლოკაციაზეა მორგებული. ინფორმაციისთვის, Google-მა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირველად 2015 წელს მიულოცა.