"არც ვიცი რით დავამთავრო... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას..." - ხათუნა ხოფერიას კრიტიკული პოსტი ჟვანიას მკვლელობაზე
"არც ვიცი რით დავამთავრო... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას..." - ხათუნა ხოფერიას კრიტიკული პოსტი ჟვანიას მკვლელობაზე
"რუს­თა­ვი 2"-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე, გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერტს" სტუმ­რობ­და, სა­დაც  ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალები გაიხსენა.

იმნაიშვილის საეთერო საუბრის შემდეგ, ვრცელი პოსტი დაწერა ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ "ფეისბუქზე":

"ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გმოძიების დეტალებს იხსენებს...
თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და...სიცოცხლე არ გინდა...
რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა,
იარაღის ჩარტყმა...  გაიგე! ზედმეტს ნუ ტლიკინებ...
და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები... და რა... არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!
მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ! - გვეუბნებიან და... და ჩვენც ვაყენებთ!
ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა... ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!
არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი "მეგობრების" რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო...
არ ვიცი....
უბრალოდ, ძალიან მტკივა საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი....
ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი..."- წერს ხოფერია.

გოგა
02 ივნისი 2021 21:43
ძალიან ბევრი გახმაურებული მკვლელობა, რომ უკვე ფანტაზიის ნაყოფი ხდება,იმიტომ არა ჰყავს დედა ამ ქვეყანას სამწუხაროდ...სიყალბე მეფობს ყველგან...ბოლო იმედი რჩება, დრონი მეფობენ და სიყალბესაც გაუვა ყავლი, თუ ქვეყანა შემოგვრჩა მანამდეე...
ობივატელი
02 ივნისი 2021 16:03
ვალიკო ცირამუას ნათქვამი ზუსტათაა ნ ა თ ქ ვ ა მ ი.
...
02 ივნისი 2021 14:42
ბატ. ზურა მოკლეს თუშემთხვევით გაიგუდა ნუ

რუბრიკის სხვა სიახლეები