"არც ვიცი რით დავამთავრო... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას..." - ხათუნა ხოფერიას კრიტიკული პოსტი ჟვანიას მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"არც ვიცი რით დავამთავრო... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას..." - ხათუნა ხოფერიას კრიტიკული პოსტი ჟვანიას მკვლელობაზე

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "ფარულ კონვერტს" სტუმრობდა, სადაც  ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალები გაიხსენა.

იმნაიშვილის საეთერო საუბრის შემდეგ, ვრცელი პოსტი დაწერა ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ "ფეისბუქზე":

"ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გმოძიების დეტალებს იხსენებს... თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და...სიცოცხლე არ გინდა...

რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა, იარაღის ჩარტყმა...  გაიგე! ზედმეტს ნუ ტლიკინებ...

და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები... და რა... არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!

მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ! - გვეუბნებიან და... და ჩვენც ვაყენებთ!

ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა... ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!

არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი... ბოდიში ვუთხრა ზურას... მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი "მეგობრების" რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო...

არ ვიცი....

უბრალოდ, ძალიან მტკივა საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი....

ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი..."- წერს ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ: "მითხრეს, ოპერაციამ შესაძლოა მეტყველების სერიოზული დეფექტი გამოიწვიოსო"... წყარო