"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - რას წერს ირინკა კავსაძე ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ლეგენდარული მსახიობი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.
ცნობილია, რომ კახის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილთან, ირინკა კავსაძესთან. გოგონა, რომელიც 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში ცხოვრობს, ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას.
ბაბუის 86-ე იუბილესთან დაკავშირებით ირინკამ "ინსტაგრამზე" ემოციური ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:

"კახო 86. პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40. ძალიან დიდი სიჩუმე და სიცარიელე დატოვე, მაგრამ ვიცი რომ იქ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მასხარაობ იმ არაჩვეულებრივ თეატრში. უზომოდ მიყვარხარ და მაკლიხარ ბაბუშკო" - წერს ირინკა.