რა ქონებას ფლობს დავით ზალკალიანი და ვინ არიან საგარეო უწყების მინისტრის ოჯახის წევრები
რა ქონებას ფლობს დავით ზალკალიანი და ვინ არიან საგარეო უწყების მინისტრის ოჯახის წევრები
2018 წლის 21 ივნისიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახლავთ. დიპლომატიური რანგით, რომელიც მას 2007 წელს მიენიჭა, არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანის კარიერული ნაბიჯები თავიდანვე დიპლომატიას დაუკავშირდა.  1992 წელს მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ქვეყნის პირველ დიპლომატს ჰყავს მეუღლე - 54 წლის თამარ ქემოკლიძე  და ორი ქალიშვილი - ნინო და სოფო. ზალკალიანის ქალიშვილი სოფო
დაოჯახებულია. იგი  UNFPA Georgia- ში მუშაობს, პროექტების ასისტენტად. განათლება მიღებული აქვს პარიზის ამერიკულ უნივერისიტეტში.


1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დავით ზალკალიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, ატაშეს პოზიციაზე, ხოლო სამ წელიწადში - 1995 წელს, იმავე დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

1996-2000 წლებში ზალკალიანმა მუშაობა განაგრძო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში, მრჩევლის თანამდებობაზე. დავით ზალკალიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში.

2002-2004 წლებში დავით ზალკალიანმა მუშაობა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელა. მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება აშშ-ის დახმარების გაძლიერება თავდაცვის სფეროში. აშშ-ში მუშაობის შემდეგ, 2004 წელს დავით ზალკალიანი  დაინიშნა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

2007 წელს ზალკალიანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2008 წელს დავით ზალკალიანი დაინიშნა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

დავით ზალკალიანმა 2009 წელს დატოვა ელჩის თანამდებობა და თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო. ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ჩამოყალიბებაში, რასაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვება მოჰყვა. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია "ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები". იმავე წელს დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია დაიკავა.

2018 წლის 21 ივნისს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.


რა ქონებას ფლობენ დავით ზალკალიანი და მისი ოჯახის წევრები 2021 წლის 19 თებერვალს შევსებული დეკლარაციის მიხედვით?

- დავით ზალკალიანი ფლობს წყნეთში 2004 წელს 64 570 ლარად შეძენილ ბინას (62 კვ.მ), რომლის 50% წილის მფლობელია მისი მეუღლე. ზალკალიანის საკუთრებაშია  მცხეთაში, მუხათწყარო 2-ის ტერიტორიაზე არსებული 600 კვ.მ დანგრეული შენობა-ნაგებობა. დიპლომატს ჰყავს  52 620 ლარად შეძენილი, 2020 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი “სიტროენ C3“. საანგარიშო პერიოდში მას "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 3799,17 ლარი, 61,35 დოლარი და 214,85 ევრო, ხოლო "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 597,81 ლარი, 50,72 დოლარი და  237,43 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობისთვის, ანაზაღაურების სახით, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაერიცხა 60 300 ლარი.

2020 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯისა და შემოსავლის ჩამონათვალში მითითებულია, რომ დავით ზალკალიანმა 2020 წელს  "თიბისი ბანკში" აღებული 23 620-ლარიანი სესხის დასაფარად გაიღო 4 561 ლარი.

რაც შეეხება დიპლომატის ოჯახის წევრების ქონებას, დეკლარაციაში  მითითებულია, რომ ზალკალიანის მეუღლეს, თამარ ქემოკლიძეს შპს -"ენერჯის"გენერალური მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობისთვის დაერიცხა 12306,12 ლარი. საანგარიშო პერიოდში "თიბისი ბანკის" სახელფასო  ანგარიშზე მას ჰქონდა 301,44 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარშზე - 184 ლარი, ხოლო  "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 950,44 ლარი.

თამარ ქემოკლიძეს ეკუთვნის 2020 წელს შეძენილი 19კვ.მ ერთი და 107კვ. მეორე მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მცხეთაში, მუხათწყარო 2-ის ტერიტორიაზე. ქემოკლიძის კუთვნილებაშია, ასევე, მცხეთაში მდებარე, 2002 წელს შეძენილი 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (მცხეთა, ლისი, მუხაწყარო-2-ის ტერიტორია -N1 - სახლი შეძენილია მიწის ნაკვეთთან ერთად, 150 კვ.მ).  მოცემულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დიპლომატის ცოლს 2017 წელს აჩუქეს დიდი ლილოს ტერიტორიაზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა ვისგან მიიღო საჩუქრად აღნიშნული ფართი, ეს არ არის მითითებული.  ის არის კიდევ ორი მიწის ნაკვეთის მფლობელი, რომელთაგან ერთი შეიძინა 2002 წელს 2500 ლარად (საქართველო, მცხეთა, ლისი, მუხათწყარო-2-ის ტერიტორია. შენობა-ნაგებობა N1, 600 კვ.მ) , ხოლო მეორე - 2004 წელს 3500 ლარად (ტერიტორია არ არის მითითებული).

დავით ზალკალიანის მიერ 2021 წლის 19 თებერვალს შევსებულ დეკლარაციიაში  ორი შვილიდან ერთი ფიგურირებს. დოკუმენტის თანხამად, საანგარიშო პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის შვილს, 28 წლის ნინო ზალკალიანს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 116,24 ლარი, ხოლო "თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 1617,49 ლარი. შპს- "ბათუმი რივიერაში" მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისთვის, ანაზაღაურების სახით მიიღო 23563,12 ლარი, ხოლო შპს "სმარტ კაპიტალისთვის" გაწეული მარკეტინგული მომსახურებისთვის დაერიცხა 2250 ლარი.

(სპეციალურად საიტისთვის)

maka
10 ივნისი 2021 20:47
რა ლამაზები არიან როგორ მომეწონა
keti
10 ივნისი 2021 18:08
მომეცონა ლამაზი ცოლსვილი კოლია უპალმა ბედნიერება მისცეტ კოველტვის ოჯახსი ულოცავ ახალ ტანამდებობასაც ცარმატებული კოპილიკვეს მისი მუსაობა კვეკნის საკეტილდქეოდ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები